Робота для біженців з України
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ვეძებთ ფინანსურ დირექტორს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

ფინანსური დირექტორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი;
** ფინანსური ბიუჯეტის მომზადება და მისი შესრულების კონტროლი;
** ფინანსური მოდელების შექმნა და მათი ანალიზი;
** კომპანიის ანალიტიკისა და ფინანსური/ბიზნეს პარამეტრების კონტროლი;
** შიდა საოპერაციო და ფინანსური მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში;
** კომპანიის ბიზნეს ერთეულების ანგარიშგებების მომზადება და მომგებიანობის ანალიზი;
** მონაცემების სტატისტიკური და ეკონომეტრიკული დამუშავებისა და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება უშუალო მენეჯერთან კოორდინირებით;
** სახელფასო სისტემის მართვა, კონტროლი და მონიტორინგი;
** რეკომენდაციების მომზადება ხარჯების ოპტიმიზაციის თაობაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ფინანსურ დირექტორს, რომელსაც აქვს:

** უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით;
** ფინანსური მენეჯმენტის ან ფინანსური კონტროლის სფეროში არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ო. ონიაშვილის #2;
** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი და კვირა დასვენება;
** სამუშაო საათები: 09:00-18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day OFF.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 19 ივნისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ("ფინანსური დირექტორი").

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე