დასახელება:
MEP პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Zerone
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
"ზერონი" მომხმარებლებს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და მომსახურებას სთავაზობს.
"ზერონის" წარმატების უკან კომპანიის კვალიფიციური გუნდი დგას, რომელთა პროფესიონალიზმი "ზერონის" მდგრადი განვითარების წინაპირობაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.zerone.ge/
"ზერონი" აცხადებს ვაკანსიას MEP პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** სრული MEP სამშენებლო პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, აღსრულების და დახურვის პროცესის წარმართვა;
** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება განახლება და იმპლემენტაცია;
** პროექტში ჩართულ მხარეებთან ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებების ადმინისტრირება და მათი შესაბამისობის მონიტორინგი, პროექტში ჩართული მხარეების მენეჯმენტი, დავების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
** MEP სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინირებული კალენდარული გრაფიკის მომზადება (Gantt chart), პროექტის კრიტიკული ბილიკის განსაზღვრა;
** რისკების შეფასება, რისკების მართვის გეგმის მომზადება და მათი მიტიგაცია;
** საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, საჭირო საპროექტო ცვლილებების შეთანხმება, დელეგირება პროექტში ჩართულ სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციასთან;
** ბიუჯეტის დაგეგმვა, შემაჯამებელი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის და შუალედური გადახდების გეგმის (IPC Plan) მომზადება;
** MEP სამშენებლო პროცესის ზედამხედველობა, ხარისხის მონიტორინგი QA/QC გეგმების გამოთხოვა და სამუშაოს შესასრულებელი მეთოდოლოგიების ინსპექტირება;
** ფორმა N2-ს მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში და სამშენებლო პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან/და არქიტექტურული მიმართულებით;
** პროექტების მართის და დიზაინ კოორდინაციის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office - სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ხარისხზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კოორდინაციის უნარი;
** მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი - სრული;
** ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 19 ივნისამდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ზერონი`" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ზერონის" ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|