Робота для біженців з України
ფინანსური მონიტორინგის/ოპერაციების მართვის დეპ. ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მონიტორინგის/ოპერაციების მართვის დეპ. ხელმძღვანელი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
ვაცხადებთ ვაკანსიას ფინანსური მონიტორინგის და ოპერაციების მართვის (AML) დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის, რომელიც საქართველოს ფინანსურ ბაზარზე დიდი ხანია იკავებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს.

კომპანია ეძებს ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებლობით უხელმძღვანელებს გუნდს და მასთან ერთად იზრუნებს ორგანიზაციის შემდგომ განვითარებაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ტიპი: მაღალი რანგის ხელმძღვანელი პოზიცია
დაქვემდებარება: ექვემდებარება გენერალურ დირექტორს
ანაზღაურება: სექტორში არსებული ხელფასების კონკურენტული ანაზღაურება, კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტებისა და მითითებების დანერგვა ორგანიზაციაში; მათი დაცვის კონტროლი; საკანონმდებლო - ნორმატიული ბაზის სიახლეების/ცვლილებების შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება;
** მისოს "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, რისკების მართვის" პოლიტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
** ორგანიზაციული რისკების ანალიზის კომპლექტურობის განსაზღვრა, დოკუმენტირება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** ორგანიზაციაში დანერგილი კონტროლის სისტემების საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ, მისი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება/დანერგვა;
** ახალი პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვის პროცესში, რისკების შეფასება და რისკის მიტიგაციის ზომების შემუშავება;
** სამუშაო პროცესში არსებული საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციის გზების დასახვა;
** UCC -გადახდების კონტროლი, პროვაიდერთან კომუნიკაცია;
** სწრაფი ფულადი სისტემების აგენტებთან ურთიერთობა;
** სისტემაში შესრულებული ოპერაციების დამუშავება, კონტროლი;
** კლიენტების მომსახურების პროცესის მხარდაჭერა (სქრინინგი, KYC);
** სხვადასხვა რეპორტების შემუშავება; გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** კლიენტის ან გარიგებების შესახებ ფმს-ს, საქართველოს ეროვნული ბანკის ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მომზადება;
** საეჭვო კლიენტების და ტრანზაქციების ანალიზი; პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
** საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მოძიება და დროულად წარდგენა;
** ფულის გათეთრების კუთხით კანონების, ნორმატიული დოკუმენტებისა და სახელმძღვანელოების ცვლილების შემთხვევაში - შიდა პოლიტიკა-პროცედურის ცვლილება; შესაბამისი პროგრამული ცვლილებების და სიახლეების დანერგვის მიზნით (დეველოპერებისათვის დავალებების მიცემა (სამუშაო გეგმის შედგენა);
** 6 თვეში ერთხელ, ეროვნულ ბანკთან წარსადგენი ანგარიშგების ფორმის შედგენა;
** პერიოდულად, თანამშრომლებისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზება; სწავლების და ტრენინგების პროცესის სრული ციკლის მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.
** AML კუთხით კანონების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ცოდნა;
** დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
** გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@thestream.ge არაუგვიანეს 2025 წლის 2 ივნისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM" (https://www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე