Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი ემ პი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია "GMP" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. გორში.

GMP ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სამშენებლო მასალების ბაზარზე და ამჟამად ეძებს გამოცდილ, მოტივირებულ კორპორატიულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. თუ თქვენ გაქვთ გამოცდილება გაყიდვებში, შეძლებთ კლიენტებთან ხანგრძლივი ურთიერთობების აგებას და გაქვთ სტრატეგიული აზროვნება - ეს შანსი თქვენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** პროდუქციის პოზიციონირება და კომერციული წინადადებების მომზადება;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ცოდნა;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** გამოცდილება კორპორატიულ გაყიდვებში სამშენებლო ან მსგავს ინდუსტრიაში;
** სწორი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი, მომხმარებლებთან ურთიერთობის აგების გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება და სტრატეგიული გეგმების შემუშავების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - სრული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 19 ივნისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე zura@gmpmetal.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე