Робота для біженців з України
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ჰიტეკო გრუპი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"Hiteco Group" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო უბნის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება პროექტით განსაზღვრული ვადებისა და ხარისხის შესაბამისად;
** სამუშაოების შესრულებაზე ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება სამუშაო ვადებთან და ბიუჯეტთან შესაბამისობის ანალიზის ჩათვლით;
** ყოველდღიური ფოტო-დოკუმენტაციის წარმოება;
** ობიექტის მომარაგების სწორად დაგეგმვა, საჭირო მასალების შესყიდვაზე დროული ინფორმაციის მიწოდება შესყიდვების დეპარტამენტთან, რათა უზრუნველყოს მასალებისა და ტექნიკის დროული მიწოდება და გამოყენება;
** პროექტის რისკების დროული იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი პრევენცია;
** სამშენებლო საქმეთა მწარმოებელთან ყოველდღიური კომუნიკაცია და სუპერვიზია;
** პროექტში ჩართულ სხვა პირებთან ერთობლივი მუშაობა, მათი მართვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესრულება;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა კომპანიის მენეჯმენტთან;
** გააკონტროლოს მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
** დროულად და სწორად აწარმოოს საჭირო დოკუმენტაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურულ ან მასთან დაკავშირებულ დარგში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა.

გარანტიები:

** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე;
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info@splendidtbilisi.com და ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე