დასახელება:
ავტომობილების მრეცხავი
|
მომწოდებელი:
ფასადი
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "ფასადი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასადილოში ჭურჭლის დარეცხვა;
** მაგიდების დასუფთავება;
** ნარჩენების გატანა, ურნამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-17:00).
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 ივნისი.
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 99 29 27 Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|