დასახელება:
ტენდერი უსაფრთხოების OSH პროგრამის შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
თანდართული ფაილი:
635092_Aplication_Form_3707205.zip
|
ს.ს. "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" - აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #EF-GE/766
ბ) დანიშნულება: უსაფრთხოების OSH პროგრამის შესყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:
** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
** ანგარიშსწორების პირობა: მოწოდებიდან/ინსტალაციიდან 60 დღის შემდეგ;
შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამა უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო სტანდარტებსა და ლოკალურ კანონმდებლობაზე მოიცავდეს ქვემოთ მოცემულ ფუნქციონალს და უზრუნველყოფდეს:
** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის, პროცედურების, ტრენინგების, ჩეკლისტების გაციფრულებას, წარმოებას და შენახვას;
** რისკების შეფასების პროცესის ოპტიმიზაციას, დოკუმენტის გენერირებას და განახლებას;
** ინციდენტების ანგარიშგების და მოკვლევის პროცესის ავტომატიზაციას;
** სამუშაო ნებართვების გენერირებას და კომუნიკაციას;
** ობიექტების, დანადგარების და ხელსაწყოების ინსპექტირების პროცესის ოპტიმიზაციას;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ონლაინ რეჟიმში ჩატარების შესაძლებლობას
** ტრენინგზე დამსწრეთა აღრიცხვის მოქნილ სისტემას;
** მუდმივად განახლებადი ციფრულ ბიბლიოთეკას სფეროსთან დაკავშირებული მასალებით;
** საკანონმდებლო ბაზაში შესული ყველა სიახლის ავტომატურ რეჟიმში მიღებას;
** შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი და სწრაფი კომუნიკაციის საშუალებას;
** უნდა ჰქონდეს ლაივ ჩეთის ფუნქციონალი გამარტივებული მხარდაჭერისთვის;
** უზრუნველყოფდეს მუდმივ კონსულტაციას და მხარდაჭერას პროგრამის გამართულად ფუნქციონირებისათვის;
** მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სოფტის ინტროდუქცია / დანერგვის ვორქშოფის ჩატარება ყველა ჩართული პერსონალისთვის.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
** Nata Kapanadze nata.kapanadze@ge.anadoluefes.com
** Efes GE Tenders tenders@ge.anadoluefes.com
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 19.05.2025 13:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 27.05.2025 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
|
|
|
|