Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 130 - მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია აერთიანებს 900 ზე მეტ თანამშრომელს.

"ქონექთ სთორში" ვეძებთ მაღაზიის მენეჯერს, გახდი გუნდის წევრი დინამიურ გარემოში, სადაც პრიორიტეტულია მომხმარებლის კმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის შეთავაზება.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი;
გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი;
ანაზღაურება: 1500 (NET).

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის წინასწარი მომზადება (საქონლის წარდგენა, ფასის ეტიკეტების რეგისტრაცია და ა.შ.);
** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
** მაღაზიის გაყიდვების გეგმების შესრულება, მომხმარებელთა ბაზის გაზრდა;
** კონსულტაცია და მეგობრული მომსახურება, დახმარება პროდუქტის არჩევაში;
** მაღაზიის ტექნოლოგიურ პროცესებში მონაწილეობა;
** სალარო ოპერაციების მართვა და კონტროლი;
** მაღაზიის პერსონალის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@connect.com.ge.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 მაისი.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე