დასახელება:
სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მოგო
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
კომპანია "მოგო", აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.
ლოკაცია: გლდანულა (კომპანიის ავტოსადგომი)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Eleving" შემავალი კომპანია. Eleving ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება
** ავტომობილების შეთავაზება და მათზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება
** სოციალურ ქსელებსა (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი) და საავტომობილო პლატფორმებზე კლიენტების მოძიება/დამუშავება, მათი მოთხოვნების გაგება და შესაბამისი ავტომობილის შერჩევა
** არსებული და ახალი კლიენტების ბაზის მართვა
** კომპანიის გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვებში ან ტელემარკეტინგში მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც
** ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად), ინგლისური (სასურველია)
დამატებითი მოთხოვნები:
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალობა
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგი ლინკის საშუალებით - https://talent.sage.hr/jobs/4e43c364-31bb-40db-ba7a-39d88ea48db4 ა.წ. 15 ივნისამდე
გისურვებთ წარმატებას!
"მოგოსათვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "მოგოს" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "მოგოს" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად. ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "მოგოში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "მოგოს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "მოგოს" ნომერზე: 0322244600
|
|
|
|