Робота для біженців з України
სპა თერაპევტი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპა თერაპევტი
მომწოდებელი: Pabellón Hotel
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
პაბელონის სასტუმრო _ Pabellón Hotel (ყვარელი-საქართველო) აცხადებს ვაკანსიას: სპა თერაპევტი.

განაკვეთი: სრული ან ნახევარი

სამუშაო აღწერილობა:

** სტუმრების მიღება და კონსულტაცია.
** თერაპიის ტიპის შერჩევაში დახმარება სტუმრის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სურვილების მიხედვით.
** თერაპიული პროცედურების შესრულება: სხვადასხვა ტიპის მასაჟების (შვედური, ღრმა ქსოვილების, არომათერაპიული, ქვის, სპორტული და სხვა) ჩატარება.
** სახისა და ტანის სპა-პროცედურების (პილინგი, სახის ნიღბები და ა.შ.) შესრულება.
** ჰიგიენის და უსაფრთხოების დაცვა: ყველა ინსტრუმენტის და სივრცის სისუფთავისა და დეზინფექციის უზრუნველყოფა. სანიტარული სტანდარტების და პროცედურების მკაცრი დაცვა.
** აპარატურის და პროდუქციის მართვა: სპა-მასალების (ეთერული ზეთები, კრემები, შრატი და სხვა) სწორად გამოყენება და შენახვა.
** სასტუმროს სხვა პერსონალთან კოორდინაცია (მაგ. ადმინისტრაცია, დასუფთავების დეპარტამენტი და სხვა).
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა და სტუმართა უკუკავშირის ანალიზი.

მოთხოვნები:

** გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე