დასახელება:
დებიტორებთან ურთიერთობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პრინტარეა
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
სარეკლამო კომპანია "პრინტარეა" ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ამ პერიოდში, დაგროვილი გამოცდილებისა და კვალიფიციური გუნდის წყალობით, ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა ადამიანების (კომპანიების) ნდობა, რომლებიც დღეს ჩვენს ერთგულ მომხმარებლებად ითვლებიან. სრულ პოლიგრაფიულ სერვისებთან ერთად "პრინტარეა" გთავაზობთ ინდივიდუალურ, პერსონალიზებულ სერვისს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს, მიმზიდველს და ხელმისაწვდომს ხდის პოტენციური მომხმარებლისთვის.
კომპანია გამორჩეულია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური დანადგარებითა და მრავალფეროვანი უნიკალური მასალით. კომპანიის მიზანია დანერგოს ბეჭდვით სამყაროში ინდივიდუალური მიდგომები, რომელიც გულისხმობს პერსონალური პოლიგრაფიის მაღალ საფეხურზე აყვანას.
პრინტარეაში გვაქვს ღია ვაკანსია დებიტორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** დებიტორებთან ურთიერთობა
** შედარებები და თანხის ჩარიცხვის კონტროლი
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას;
სამუშაო განაკვეთი:
** კვირაში სამი დღე ოფისიდან 10:00-19:00მდე
** ორი დღე დისტანციურად.
** სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@printarea.ge
|
|
|
|