Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
მეამა ფრენშაიზი თავის გუნდში იწვევს თანამშრომელს საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი- სრული, ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სამუშო საათი.
მისამართი - თბილისი, გივი ამილახვარის ქუჩა N2
ანაზღაურება - შეთანხმებით

მოვალეობები:

** სასაწყობე მარაგებზე პასუხისმგებლობა- მარაგების ასახვა და საჭიროების შესაბამისად შევსება, პროგრამულად კონტროლი და ასახვა;
** მიღებული მარაგების საწყობში განთავსება სტანდარტების შესაბამისად;
** ობიექტების მომარაგებისათვის საჭირო პროდუქციის დაორგანიზება (შეგროვება, ზედნადების მომზადება, გაგზავნა).

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება არსებულ პოზიციაზე;
** Microsoft office - პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meamacollect.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 19 ივნისი

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე