Робота для біженців з України
პროცესების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროცესების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
კომპანია "ელთიბი" ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროცესების მართვის სპეციალისტის (საწარმოო დარგში) თანამდებობაზე.

ლოკაცია: ქინძმარაულის ქუჩა 5/10

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მონიტორინგი მისი მიღებიდან საბოლოო პროდუქტის დამზადებამდე,
** შეკვეთებისთვის საჭირო ნედლეული მოთხოვნა, საჭიროების შემთხვევაში უკან დაბრუნების ან გადაცვლის პროცესის ორგანიზება
** დამზადებული პროდუქციის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
** ახალი საწარმოო სერვისების და პროდუქტების დანერგვის და ფუნქციონირების ხელშეწყობა აღრიცხვის კუთხით;
** არსებულ პროდუქტებზე სტატისტიკის წარმოება აღრიცხული ვადების შესაბამისობის დადგენის მიზნით
** საწარმოს თანამშრომელთა სრული მხარდაჭერა ადმინისტრაციული კუთხით: მათ შორის შვებულებების, ბიულეტინის და აშ მიმართულებით.
** დაკვეთების შესრულების განსაზღვრული ვადების მიხედვით ნედლეულის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა
** შეკვეთებში მოთხოვნილი მომსახურებების შემოწმება და კონტროლი, უკუკავშირის განშლის ოპერატორთან
** შეკვეთების განაწილების პროცესის ორგანიზება და ოპტიმიზაცია საწარმოს ეფექტური დატვირთვის მისაღწევად
** შეკვეთის მიმდინარე პროცესის ასახვა შესაბამის შეარ ფაილებში.
** საწარმოებელი პროდუქციის სრული სააღრიცხვო პროცესის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, უმჯობესია ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით;
** 1C მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი), უმჯობესია აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე საწარმოო პროცესში;
** ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
** MS office.

კომპეტენციები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** ეფექტური კომუნიკაცია
** დეტალებზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** ლოგიკური აზროვნება
** კრიტიკული აზროვნება
** მულტიტასქინგი

სამუშო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5 დღე, დასვენება: შაბათი- კვირა
** 09:00-დან -18:00 - მდე.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროცესების მართვის სპეციალისტი (საწარმოო დარგში)-ს

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე