Робота для біженців з України
უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
Wyndham Hotels and Resorts არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

Ramada by Wyndham Tbilisi Old City მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასააა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

** გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობა
** ანაზღაურება: 950 ლარი
** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა

მოთხოვნები:
სასტუმროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სასურველია.

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს სასტუმროს ტერიტორია და მოახდინოს პატრულირება სასტუმროს გარშემო, დერეფნებში, სტუმრებით დატვირთულ ადგილებში, როგორიცაა საცურაო აუზი და სპა სივრცე;
** მოახდინოს პატრულირება სათანადო აღჭურვილობის გამოყენებით. შეამოწმოს ყველა წინასწარ განსაზღვრული ადგილი და მოახდინოს ყველა განხორციელებული ქმედების დოკუმენტირება დეპარტამენტის სტანდარტების შესაბამისად;
** გადაჭრას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემური სიტუაციები;
** უზრუნველყოს სტუმრების ოთახების უსაფრთხოება;
** მოახდინოს ყველა დაკარგული და ნაპოვნი ნივთის დოკუმენტირება და შენახვა;
** ცვლის დასრულებამდე შეავსოს ყველა სათანადო ფორმა და განახორციელოს სამუშაოს დასრულების პროცედურები;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com ან დარეკოთ მითითებულ ნომერზე: 577 680 080 და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე