Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: არგვეთია ერთი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
კომპანია "არგვეთია ერთი" დაფუძნდა 2019 წელს, რომლის მიმართულება არის იმპორტი (ევროპული პროდუქცია) და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით.

"არგვეთია ერთი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი,
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)
სახელფასო სისტემა: ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან / 800 ლარი + ბონუსი 200დან - 800მდე)
გათვალისწინებულია: სამედიცინო დაზღვევა
კომპანია გთავაზობთ განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა/მოწესრიგება, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების გაფორმებაში ჩართულობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: info@argvetia.ge, info.argvetia@gmail.com და გთხოვთ, სათაურის "subject" ველში მიუთითეთ "მერჩენდაიზერი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 15 ივნისამდე 2025 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე