Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ტეტრაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ტეტრაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

შპს "ტეტრაპროდუქტი" არის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში 2011 წლიდან.

კომპანია ახორციელებს ათეულობით სახეობის პროდუქტის იმპორტს და მოიცავს როგორც თბილისს ასევე რეგიონებს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. თუკი გსურთ იყოთ აქტიური და საინტერესო გუნდის ნაწილი, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სპ. კედიას ქ. #15 (დიდუბე წერეთლის მეტროს მ/ტ).

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** ასაკი: 25-დან 55 წლამდე.
** თბილისის ქუჩებისა და რეგიონების ცოდნა, მათ შორის სხვა ქალაქების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
** სხარტი აზროვნების და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარი.
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
** ქართულ/რუსულ (სასურველია) ენებზე გამართული, დახვეწილი მეტყველების უნარი.

პირობები:

** 7 სამუშაო დღე საცდელი პერიოდი (ხელფასის გარეშე, სამსახურში აყვანის შემთხვევაში საცდელი პერიოდი ჩაითვლება ნამუშევრად და ანაზღაურდება).
** მძღოლ-დისტრიბუტორის მოვალეობები: ბორტის დატვირთვა (სისუფთავე), საქონლის მიწოდება, ანგარიშის ჩაბარება სამუშაოს დამთავრებისას და თანხის ჩარიცხვა ბანკში.
** მძღოლ-დისტრიბუტორისა ხელფასი: ხელშეკრულების გაფორმებიდან ანაზღაურება (ხელფასი) პირველი თვე 1000 ლარი (თვეში), მეორე თვიდან ანაზღაურება (ხელფასი) 1200 ლარი ფიქსირებული (თვეში), ასევე მოქმედებს ბონუსის სისტემა +500 ლ. (ჯამში მინიმუმი 1700 ლ.) ბორტზე მუშაობს ორი მძღოლ-დისტრიბუტორი ორივე თანაბარი უფლება მოვალეობით.დასვენების დღე კვირა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) (მიუთითეთ რომელ პოზიციაზე აგზავნით), ელექტრონულ მისამართზე: r.janashiia@gmail.com და დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე