Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი, სესხის ოფიცერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი, სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
საფინანსო ორგანიზაცია შპს "სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

1. მოლარე-ოპერატორი

სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი, კვირა და ყველა უქმე დღე.
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.

ჩვენი ბენეფიტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სატელეფონო სასაუბრო დრო.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ძვირფასი ლითონების შეფასების სერტიფიკატი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** სალაროს წიგნის წარმოება;
** ნაღდი ფულის დათვლა, სალაროს ნაშთის შედარება, სალაროს ნაშთის განულება/დახურვა, დღიური საბუთების დალაგება და დაარქივება;
** ძვირფასი ლითონების შეფასება;

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

2. სესხის ოფიცერი

სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი, კვირა და ყველა უქმე დღე.
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.

ჩვენი ბენეფიტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სატელეფონო სასაუბრო დრო.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საფინანსო მიმართულებით;
** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა
** სესხის მომზადება
** სესხის გაცემა
** სასესხო პორტფელის მართვა

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: vacancy@un.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება საკრედიტო საქმიანობის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე