დასახელება:
ვიდეოგრაფი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში ვიდეოგრაფის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტში და მის გარეთ დაგეგმილი ღონისძიებების და სხვადასხვა აქტივობების ჩაწერა;
** ვიდეოების მომზადება უნივერსიტეტის ბრენდისა და იმიჯის ამაღლების მიზნით;
** ვიდეომასალის მომზადება სოციალურ მედიაში განსათავსებლად;
** ვიდეო არქივის შექმნა და მართვა. საჭიროების შემთხვევაში, მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** ვიდეომასალის დამუშავება პროფესიული ვიდეორედაქტირების პროგრამების გამოყენებით;
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ენები - ინგლისური ენა - B1;
პიროვნული უნარები:
** პროფესიონალური კამერების გამოყენების უნარი;
** კადრის პროფესიული აღქმის უნარი;
** ვიზუალური ხედვა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** CV - ების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 28 მაისის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|