Робота для біженців з України
გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: 4Dealer
გამოქვეყნდა: 17 მაისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
"4Dealer" საერთაშორისო ავტოიმპორტიორი კომპანიაა, რომელსაც ავტომობილები ამერიკის ყველაზე დიდი ავტო აუქციონებიდან ჩამოჰყავს. "4Dealer Auto Import" 2018 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა და მას შემდე აქტიურად მუშაობს ავტოიმპორტის მიმართულებით მომსახურებისა და სერვისის გაუმჯობესებაზე, რათა მომხმარებელს შესთავაზოს ტრანსპორტირების სანდო, უსაფრთხო და გამართული პროცესი.

"4Dealer Auto Import" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ფოთის ქუჩა 32
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის მართვა/ტრენინგი;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის CRM სისტემის დამუშავება და მონიტორინგი;
** გაყიდვების პროცესის მართვა;
** გაყიდვების მენეჯერების სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი და შემდგომი მონიტორინგი;
** გაყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობა და გეგმის განხორციელებაზე ზრუნვა;
** ყოველთვიური რეპორტის წარმოება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით 2-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** სამუშაო დროის მენეჯმენტი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 4dealer.georgia@gmail.com. ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე