Робота для біженців з України
მითერი - გეზის ფილიალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მითერი - გეზის ფილიალი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 17 მაისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიის "თეგეტა მოტორსის" გუნდში მითერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ფილიალში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** მომხმარებლების მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და მომხმარებლისთვის მიწოდება;
** სამუშაო ადგილის მარკეტინგული და სხვა სარეკლამო მასალით უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლების გაცნობა და პრომოცია;
** მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** სასურველია ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები;
** თანამშრომლობას განვიხილავთ როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე.

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

ვაკანსიაზე განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1649
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე