Робота для біженців з України
მძღოლი საკუთარი ავტომობილით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: York Towers
გამოქვეყნდა: 17 მაისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
"York Towers" ეძებს პასუხისმლიან და გამოცდილ მძღოლს, რომელსაც ჰყავს საკუთარი ავტომობილი (SUV კატეგორიის ჯიპი ან მინი ვენი 6-7 ადგილიანი). ავტომობილი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, კომფორტული და მზად სამსახურებრივ მიზნებზე გამოსაყენებლად.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო ტიპი: სრულ განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის თანამშრომლების, სტუმრებისა და კლიენტების ტრანსპორტირება
** საჭიროებისამებრ სტუმრების აეროპორტში დახვედრა და დანიშნულების ადგილამდე მიყვანა
** ოფისისთვის შეძენილი ნივთების ან ამანათების საჭიროების შემთხვევაში აღება და მიწოდება
** დოკუმენტაციის დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე
** მარშრუტებისა და დროის განრიგის დაცვა
** საწვავის ხარჯების სწორად აღრიცხვა და ანგარიშგება
** ავტომობილის რეგულარული დასუფთავება და ტექნიკური მოვლა, მისი სისუფთავისა და გამართულობის შესანარჩუნებლად

მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი მართვის გამოცდილება
** მოქმედი კატეგორია B მართვის მოწმობა
** კარგი ორიენტაცია თბილისის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა
თქვენი ავტომობილის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:
** SUV კატეგორიის ჯიპი ან მინივენი მინ. 6 ადგილიანი
** მინ. 2016 წლიანი
** ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში

დამატებითი ინფორმაცია:

** საწვავის ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად ავტომობილის მოდელისა და საწვავის ხარჯვის მაჩვენებლის მიხედვით
** ავტომობილის ცვეთა ანაზღაურდება ნაწილობრივი წესით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ავტომობილის შესახებ ინფორმაცია (მოდელი, წელი, მდგომარეობა) მეილზე vacancy@yorktowers.com ან მოგვწეროთ ნომერზე 577 689 460.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე