დასახელება:
შეფ დე პარტიე
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 17 მაისი
/ ბოლო ვადა: 17 ივნისი
|
სასტუმრო "ლე მერიდიენ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.
ზოგადი ვალდებულებები:
** შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს და დაემორჩილოს კომპანიის შიდა რეგულაციებსა და შინაგანაწესს;
** დაიცვას ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც დაკავშირებულია კომპანიასთან, მის თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან და რაც არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის;
** ყოველთვის იყოს მოღიმარი, თავაზიანი, პოზიტიური. განსაკუთრებით, კომპანიის სტუმრებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს;
** ყოველთვის იყოს მზად სასტუმროს სტუმრების და მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად და პირადად უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებლობის პირთან ერთად სტუმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს სტანდარტების მიხედვით ახალი რეცეპტებისა და მომზადების წესების შენარჩუნება - განახლება;
** მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვით და მინიმალური დანაკარგით;
** წინასწარ მოიმარაგოს კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტი;
** მომსახურე პერსონალსა და სამზარეულოს თანამშრომელთა შორის ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარების უზრუნველყოფა;
** საჭირო პროდუქტის ხარისხის, ვარგისიანობის და სასაწყობე რაოდენობის კონტროლი;
** პროდუქციის მიღებისა და ჩამოწერის კონტროლი;
** დაახარისხოს და შეინახოს საკვები და შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
** მოეთხოვება სამზარეულოს აღჭურვილობის სწორად გამოყენების ცოდნა;
** შეამოწმოს ინვენტარი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ტექნიკურ დეპარტამენტს;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ დატრენინგებაში.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში;
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ განვითარებას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** დაზღვევა;
** ღამის ტრანსპორტირება.
თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: natia.stambolishvili@marriott.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|