დასახელება:
Outreach & Research კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
Axel
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
"Axel" აცხადებს ვაკანსიას Outreach & Research კოორდინატორი (Influencer & Organiser Partnerships) თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დაწყების თარიღი: რაც შეიძლება მალე
ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც აქსელის პორტფოლიო სტარტაპს ზრდაში დაეხმარება. თქვენი მთავარი ამოცანა იქნება შესაბამისი ინფლუენსერების, ღონისძიებების ორგანიზატორების და პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება, იდენტიფიცირება და მათთან კონტაქტი, ძირითადად, საქართველოს გარეთ. ასევე მოამზადებთ მოკლე პრეზენტაციებს პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის.
პოზიცია არის სრულ განაკვეთით, ოფისში (თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა). სავალდებულოა ინგლისური ენის კარგი ცოდნა, რადგან კომუნიკაცია, ძირითადად, უცხოელ პარტნიორებთან იქნება საჭირო.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** სიღრმისეული კვლევების ჩატარება, შესაბამისი ინფლუენსერების, ღონისძიებების ორგანიზატორების იდენტიფიცირება, რომლებიც თავსებადნი არიან პროექტის მიზნებთან.
** პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაციის წარმოება (ძირითადად, ინგლისურ ენაზე).
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირება და პარტნიორობების დამყარება.
** მოკლე და დამაჯერებელი პრეზენტაციების მომზადება პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის.
** შიდა გუნდთან თანამშრომლობა, აუთრიჩ სტრატეგიების შემუშავება.
მოთხოვნები:
** თავისუფლად საუბარი და წერა ინგლისურად (აუცილებელია საერთაშორისო კომუნიკაციისთვის).
** კვლევის, კომუნიკაციის და ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის უნარები.
** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლობა და სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
წარსული გამოცდილება ინფლუენსერ მარკეტინგში, აუთრიჩში ან პარტნიორობის განვითარებაში ჩაითვლება უპირატესობად.
hello@axelnetwork.org
|
|
|
|