Робота для біженців з України
ფრანგულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრანგულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Evolvexe
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას ფრანგულენოვან კლიენტთა მხარდაჭერის წარმომადგენლის (CSR) პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.

კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს მათ ანგარიშებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის CSR უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. ევოლვექსი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აპარატურით და სამუშაო გარემოსთან ადაპტირების მიზნით, ჩაუტარებს დეტალურ ტრენინგს. პროექტის საწყის ეტაპზე CSR იმუშავებს ძირითადად დისტანციურად.

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებელთა წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
** ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
** მომხმარებლებისა და ტრანზაქციების მონაცემების დამუშავება;
** ზედამხედველთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.

მოთხოვნები:

** ფრანგული ენის მაღალ სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
** პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი, ღამის საათებისა და შაბათ-კვირის ჩათვლით.

ჩვენ გთავაზობთ:

** სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას.
** ანაზღაურებად შვებულებას 6 თვის შემდეგ.
** ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ტრენინგს.
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
** 8 საათიან ცვლას.
** 1850 ლარამდე გროს ხელფასს თვეში (21 სამუშაო დღის მიხედვით).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/7eAMdUkc

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე