Робота для біженців з України
IT ცხელი ხაზის მორიგე ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ცხელი ხაზის მორიგე ოპერატორი
მომწოდებელი: ტექნეტი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

"ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას IT ცხელი ხაზის მორიგე ოპერატორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** ცხელ ხაზზე შემოსული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება;
** შემოსულ ზარებზე, დროული და ამომწურავი პასუხის გაცემა;
** მომხმარებლების კონსულტირება ჩვენი მოწყობილობების გამოყენებაში;
** მიღებული რთული ტექნიკური და მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
** მეილზე შემოსული საკითხების პროგრამულად აღწერა და მათი შესაბამისი დაკვალიანება;
** შემოსული მეილების მონიტორინგი;
** გამავალი ზარების განხორციელება საჭიროებისამებრ.
** მომხმარებლის სამუშაო სივრცის პროგრამულად გამართვა საჭირო პროგრამებით;
** სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია;
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია, შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** კონსულტაცია სატელეფონო და დისტანციური წვდომის პროგრამების საშუალებით;
** კომპიუტერზე წარმოქმნილი პრობლემების გამოკვლევა და რეაგირება;
** მომხმარებლების აქტივ დირექტორიაში გაწევრიანება.

პროფესიული უნარები:

** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** კომპიუტერების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო ცოდნა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და გამართვა;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში;
სამუშაო საათები: 24 სთ სამ დღეში ერთხელ
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე