Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: სულაკაურის გამომცემლობა
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"სულაკაურის გამომცემლობა" 25 წლისაა. ის მოწინავეა ქართულ საგამომცემლო სფეროში, მუდმივად ეძებს ამ სფეროთი დაინტერესებულ, ინიციატივიან, გუნდური მუშაობის მოყვარულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს და საუკეთესო სამუშაო გარემოს სთავაზობს მათ.

ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესოა - გახდი ლიტერატურული სამყაროს მეგზური "სულაკაურის გამომცემლობასთან" ერთად.

"სულაკაურის გამომცემლობა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი (პერიოდულად რეგიონები)

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** "სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემულ წიგნებზე კორპორაციულ ფასდაკლებას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასწარ შერჩეული სავაჭრო ობიექტებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** პარტნიორ ობიექტებში პროდუქციის ყოველთვიური აღწერა, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით;
** თაროების მოწესრიგება და წარმოდგენილი ასორტიმენტის კონტროლი;
** რეგულარული რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა;
** ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანობა და ოპერატიულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა 31 მაისამდე გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@sulakauri.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების აგენტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
შერჩეული კანდიდატი გაივლის ორ კვირიან ტრენინგს და პრაქტიკულ სტაჟირებას.

"სულაკაურის გამომცემლობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სულაკაურის გამომცემლობის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე