დასახელება:
HR ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ელვარე
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას HR ხელმძღვანელის პოზიციაზე.
საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.
ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.
რას გთავაზობთ?
** ტრანსპორტირებას ზედა სამგორის მეტროდან;
** კვებას;
** კორპორატიულ დაზღვევას 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ;
** ანაზღაურება: 2500 (NET)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ);
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
** კადრების მოძიებისა და შერჩევის პროცესის მართვა (რეკრუიტმენტი);
** თანამშრომელთა აყვანა/გათავისუფლების პროცესის უზრუნველყოფა (შრომითი ხელშეკრულების გაფორმება/სამუშაო აღწერილობის გაცნობა/კომპანიის შინაგანაწესის გაცნობა და ა.შ.);
** ოფიციალური ბრძანებების (თანამშრომელთა აყვანა/გათავისუფლება/სამივლინებო/დისციპლინარული პასუხისმგებლობების და ა.შ.) წარმოება და სამომავლოდ, კონტროლი;
** თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის კონტროლი;
** თანამშრომელთა შვებულებების/ბიულეტენის/დოკუმენტაციის ორგანიზების კონტროლი;
** თანამშრომელთა სახელფასო დარიცხვების ფაილების მომზადება;
** თანამშრომელთა ტრენინგებისა და სწავლების პროცესის ორგანიზება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** MS Office-ის სრულყოფილ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ლოგიკური და სისტემური მუშაობის უნარი;
** სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
** პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული და ინიციატივიანი.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.elvare.ge/
შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|