Робота для біженців з України
სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობის მოგვარება კომპეტენციის ფარგლებში (ელექტროობა, სანტექნიკა, კონდიცირება);
** კომპანიაში არსებული მცირე გაუმართაობების აღმოფხვრა; (სანტექნიკურ სამუშაოები; საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ნათურების და სოკეტების შეცვლას/შეკეთება. ავეჯის შეკეთებას და ა. შ)
** გეგმიურ და გადაუდებელ რემონტის დაგეგმვა და პროცესის მონიტორინგი;
** მატერიალურ-ტექნიკური საწყობის კონტროლი;
** აკონტროლებს კომპანიის საკუთრებაში არსებული შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების ტექნიკურ მდგომარეობას;

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება.
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ელექტროობის საფუძვლების ცოდნა: (ელექტრომომარაგების სისტემები, ელექტროგანათება);
** ტექნიკურ მოწყობილობებთან/ ხელსაწყოებთან/ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სანტექნიკის საფუძვლების ცოდნა (ცხელი / ცივი წყლის მოწოდება);
** უსაფრთხოების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნის უნარი;
** შრომისმოყვარეობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტული დარბაზი ადგილზე;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career-georgia@egt.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი".

ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე