დასახელება:
ATM ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ATM საბანკო მოწყობილობების მომსახურე ინჟინერი.
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ATM საბანკო მოწყობილობების მომსახურე ინჟინერი.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — "Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
"ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიეტუვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი.
"ბს/2"
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
** ATM მოწყობილობების დაყენება, კონფიგურაცია და მონტაჟი სხვადასხვა ადგილას.
** სისტემების სწორად დაკავშირება ქსელებთან და ფინანსურ სისტემებთან.
** აპარატების ტესტირება (მათი სწორი მუშაობა, ყველა ფუნქციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილება).
** რეგულარული ინსპექციებისა და პროფილაქტიკური მომსახურების ჩატარება ATM სისტემებზე.
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღჭურვილობის შეკეთება (მაგ. კარტის კითხვარები, ფულის გამცემები, პრინტერები, მონიტორები).
** აპარატების ოპერაციული სტანდარტების და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობის მონიტორინგი.
** ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა ATM პრობლემების მოსაგვარებლად.
** სწრაფად რეაგირება სერვისის მოთხოვნებზე და შეკეთების ჩატარება შეთანხმებულ დროში.
** უფრო კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში თანამშრომლობა დისტანციურ ტექნიკურ გუნდებთან.
** ATM სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა.
** სისტემებზე პროგრამული განახლებები.
** კლიენტებს დაეხმარება ATM სისტემების ფუნქციების და გამოყენების შესახებ, რათა სწორად გამოიყენონ და მართონ აპარატები.
** სერვისის აქტივობების ზუსტი ჩანაწერების წარმოება კომპანიის შიდა სისტემაში (ERP), მათ შორის შეკეთების ისტორია და ჩანაცვლებული ნაწილები, ATM სისტემების სტატუსების განახლება.
** ATM სისტემების აღჭურვილობისთვის საჭირო ნაწილების და ინვენტარის საჭიროებების მოთხოვნების გაკეთება პერიოდულად.
რას ვითხოვთ:
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნას;
** ქსელების საფუძვლების ცოდნას (TCP/IP, LAN);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნას;
** განათლებას ტექნიკური ან IT მიმართულებით;
რას გთავაზობთ:
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
ანაზღაურებას (NET/ხელზე ასაღები): ფიქსირებული 1, 250 ლარი; (კვალიფიკაციის ამაღლების შემთხვევაში ყოველთვიურ ბონუსს 250-400 ლარის ოდენობით);
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებას;
საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ავტომობილის იჯარას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
Fit pass ბარათი:
** სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
** ავტომობილის დაზღვევას;
** ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
** გამოსაცდელი ვადას: 6 თვემდე.
ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად საორიენტაციო სწავლებას/დატრენინგებას
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/yyzA7pxb
|
|
|
|