Робота для біженців з України
სტუმართა ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუმართა ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ქარვასლა
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
სასტუმრო "ქარვასლა" აცხადებს ვაკანსიას სტუმართა ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში და აერთიანებს 48 ინდივიდუალურ ოთახს, რესტორანს. ბარს საკონფერენციო სივრცეს, სატრენაჟორო დარბაზსა და მასაჟის ოთახს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კოტე აფხაზის 36;
ხელფასი: 1500 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე / 1 დასვენების დღე (6 საათიანი სამუშაო გრაფიკი).

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ სტუმართა ურთიერთობის მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს, იქნება პასუხისმგებელი სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაზე და მათთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაზე.

პოზიციის ძირითადი მიზანია სტუმრების კმაყოფილების მაქსიმალური უზრუნველყოფა, უკმაყოფილების დროული რეაგირება და მათი პოზიტიური გამოცდილების გაღრმავება.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, გაცილება და პროცესის მენეჯმენტი;
** სტუმრების საჭიროებებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირება;
** უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი;
** პრეტენზიებზე და საჩივრებზე დროული რეაგირება;
** თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან სტუმართა კმაყოფილების უზრუნველსაყოფად;
** სტუმართა განსაკუთრებული მოთხოვნების კოორდინაცია (დაბადების დღეები, ღონისძიებები და სხვა);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტული ანაზღაურებას;
** განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@qarvaslahotel.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სასტუმრო "ქარვასლა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე