დასახელება:
ფარმაცევტი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში (ვაკე, წყნეთი).
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების მომსახურება აფთიაქში;
** ფარმაცევტული კონსულტირება;
** რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
** სამკურნალო და პარაფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
** ცოდნის ამაღლება, ტრენინგებსა და ტესტირებებზე დასწრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფარმაცევტული/სამედიცინო განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაოს ტიპი:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
** სამუშაო ადგილი: თბილისი: ვაკე, წყნეთი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge. გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 მაისი.
|
|
|
|