Робота для біженців з України
საწყობის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: ოჯახური
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" ეძებს ორგანიზებულ, ფიზიკურად გამძლე და პასუხისმგებლიან თანამშრომელს საწყობის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის დახარისხება და დალაგება;
** წარმოებიდან გამოსული მზა პროდუქციის მიღება და საწყობში განთავსება;
** შეკვეთების გამზადება წინასწარ მიღებული გრაფიკისა და მოთხოვნების შესაბამისად;
** შეკვეთების შეფუთვაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის გადაადგილება სასაწყობე სივრცეში;
** მონაწილეობა ინვენტარიზაციის პროცესში;
** გაყიდვების გუნდისა და საწყობის მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა;
** სამუშაო ზონის სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
** ზედამხედველის ან საწყობის მენეჯერის მითითებების დროული შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ფიზიკურად გამძლე და შრომისუნარიანი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინა და სამუშაო პროცესისადმი მოწესრიგებული მიდგომა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
** უპირატესობა მიენიჭება 35 წლამდე მამაკაც კანდიდატს.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და მაღალი შრომისუნარიანობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და სიზუსტე.

პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმედ მელაშვილის ქ. №6
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 (შესვენება 1 სთ)
** ანაზღაურება: შეთანხმებით

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე Hr.ojakhuri@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე