Робота для біженців з України
დამწყები მზარეული, კაფეტერიის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები მზარეული, კაფეტერიის მზარეული
მომწოდებელი: ibis Tbilisi City
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიებს დამწყები მზარეულის და კაფეტერიის მზარეულის პოზიციებზე.

1. დამწყები მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა/დაცვა;
** სამზარეულოში არსებული დანადგარების, ინვენტარის გამართული მუშაობის კონტროლი;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა, მონაწილეობა მიიღოს მათ სწავლება და გადამზადებაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული.

2. კაფეტერიის მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს თანამშრომლებისთვის, წინასწარ დადგენილი მენიუს მიხედვით, კერძების მომზადება;
** თითოეული კერძის ხარისხის, რაოდენობის, პრეზენტაბელურობისა და სწორი ტემპერატურის შემოწმება;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთ ხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე