დასახელება:
ძველი პურის აღმრიცხველი
|
მომწოდებელი:
იფქლი
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
პურ-ფუნთუშეულის საწარმო "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიებიდან დაბრუნებული/ძველი პურის აღმრიცხველის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** სარეალიზაციო ქსელიდან საწარმოში დაბრუნებული პროდუქტის სათანადოდ (კატეგორიის მიხედვით) აღწერა/მითვლა და მონაცემების შეტანა საამისოდ განკუთვნილ დოკუმენტში და აღნიშნული ინფორმაციის დამსაქმებლისთვის მიწოდება;
** რეალურად დაბრუნებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით დაბრუნებულ მონაცემებთან შედარება;
** დისტრიბუტორის მიერ წაღებული და დატოვებული ცარიელი ყუთების კონტროლი;
** სარეალიზაციო ობიექტებიდან უკან დაბრუნებული პროდუქციის სამეურნეო მიზნით (ფერმერებზე) რეალიზაცია, ანგარიშსწორება, მონაცემების აღრიცხვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, პოლიციის ქუჩა N9.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-დან 18:00-მდე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 574 174 357
|
|
|
|