დასახელება:
დღის რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: დღის რეგისტრატორი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ძირითადი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სასურველია:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო ბარათების წარმოება;
** დღის განმავლობაში პროგრამულად გატარებული პაციენტების შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში გადატანა;
** ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 მაისი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დღის რეგისტრატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.kirurgia.ge
|
|
|
|