Робота для біженців з України
თურქულენოვანი ოპერაციის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თურქულენოვანი ოპერაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ბათუმი ვილლას
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
ჩვენი კომპანია "Batumi Villas" ეძებს თანამშრომელს თურქულენოვანი ოპერაციის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც დაეხმარება და მონიტორინგს გაუწევს როგორც ოფისის, ასევე სამშენებლო პროცესებს.

პოზიცია მოიცავს ასევე თარჯიმნის ფუნქციას, როგორც საოფისე საქმიანობაში ასევე მასალების შესყიდვასა და სამშენებლო ობიექტებზე აქტიური პროცესებში მონაწილეობისას. უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, ვინც ფლობს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თურქული ენის კარგ დონეზე ფლობა (საუბარი და წერა)
** სამშენებლო ობიექტზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე დოკუმენტაციასთან და მასალების აღრიცხვასთან მუშაობის უნარი
** ინიციატივის მქონე, ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება

მოვალეობები:

** კოორდინაცია ოფისსა და სამშენებლო ობიექტს შორის
** თურქულ-ქართული ზეპირი თარგმანის უზრუნველყოფა (არ არის ოფიციალური თარჯიმნის ფუნქცია)
** დოკუმენტაციისა და სამუშაო პროცესების მონიტორინგი და წარმოება,
** მომწოდებლებთან, კლიენტებთან და ტექნიკურ ჯგუფებთან კომუნიკაცია
** საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო ობიექტზე დახმარება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@batumivillas.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე