Робота для біженців з України
ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 27 მაისი
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.

პროგრამა/პროექტი: სოციალური ზრუნვის პროგრამა / ხანდაზმულთა დღის ცენტრი "ჰარმონია"
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 16 საათი
ვაკანსია ღიაა: ფსიქოლოგის დიპლომის მქონე პირებისთვის
ხანგრძლივობა: უვადო (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით)
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის ქ.#23
ანაზღაურება: 700-800 ლარი (ხელზე ასაღები)

პროექტის შინაარსი: ხანდაზმულთა დღის ცენტრი "ჰარმონიის" ფსიქოლოგის მთავარი მიზანია ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილება და სოციალური რეინტეგრაცია სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით.

თანამდებობრივი მოვალეობები/ფუნქციები:

მოვალეობა N1. უფლებებზე დაფუძნებული შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა

** ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის წარმოება. დღის ცენტრის წევრის ფსიქო-სოციალური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება
** მულტიდისციპლინურ გუნდში მონაწილეობის მიღება
** მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დღის ცენტრის წევრის ფსიქო-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა
** გეგმის მიხედვით, ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სეანსების წარმართვა
** გეგმის მიხედვით, ჯგუფური შეხვედრების წარმართვა
** მომსახურების მიწოდების განრიგის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** განხორციელებულ აქტივობებთან მიმართებაში ყოველთვიური ანგარიშის წარმოება და შემთხვევის კოორდინატორისთვის წარდგენა
** საჭიროების შემთხვევაში დღის ცენტრის წევრის ოჯახის წევრების კონსულტირება
** დღის ცენტრის წევრთა საჭიროებების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში გარე სერვისებში გადამისამართება/რეკომენდაციების გაწევა

მოვალეობა N2. ფსიქო-სოციალური მიმართულებით მუშაობის განვითარების ხელშეწყობა

** მულტიდისციპლინური გუნდის წევრების კონსულტირება, პროფესიული რეკომენდაციის გაწევა
** სამუშაო პროცესში გამოვლენილი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირება და განხილვა პროგრამის მენეჯერთან
** დღის ცენტრის წევრთა ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული ჯგუფური აქტივობების საკითხების იდენტიფიცირება, მომზადება და განხორციელება
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სიახლეების ინიცირება და დანერგვის ხელშეწყობა
** დღის ცენტრის საქმიანობების ანალიზში მონაწილეობის მიღება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
** თავისი ცოდნის მუდმივი განვითარება გერონტოლოგიის მიმართულებით
** "კარიტასის" სხვა მომსახურებებთან თანამშრომლობა დღის ცენტრის წევრების კეთილდღეობის გაზრდის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში
** კონტაქტის დამყარება მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციის ქონა
** საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაგირება მიუხედავად დაკისრებული ფუნქციებისა
** პროგრამის მენეჯერისა და კოორდინატორის პოტენციური პრობლემების შესახებ ინფორმირება და რეკომენდაციების შემუშავება მათ გადასაჭრელად
** საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

ზოგადი:

** პასუხისმგებლობა პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება
** პასუხისმგებლობა სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე
** პროექტის განხორციელების პერიოდში კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით ხელმძღვანელობა
** პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრობა
** სოციალური პროგრამის და მთლიანი კარიტასის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და გამოცდილება:

აუცილებელი:

** დიპლომი ფსიქოლოგიაში (ზრდასრულებზე ორიენტირებული ფართო პროფილის ფსიქოლოგი)
** ზრდასრულ პირებთან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება

სასურველი:

** დიპლომი კლინიკურ ფსიქოლოგიაში
** ზრდასრული პირების დღის ცენტრში მუშაობის გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება

ცოდნა და უნარები:

აუცილებელი:

** ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** წერითი და ანალიტიკური უნარები
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა

სასურველი: ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

აუცილებელი:

** კომუნიკაციის კარგი უნარები, თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ნებისმიერი ბენეფიციარის მიმართ
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** ცენტრის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი
** მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას

სასურველი:

** ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
** იუმორის გრძნობა

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: ketevan.chikviladze@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: "ფსიქოლოგის ვაკანსია".

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27.05.2024

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე