Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: ნიუ ვორდ
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
კომპანია "New Word" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

"New Word" არის დეველოპერული კომპანია, რომელიც სპეციალიზდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების პროექტირებასა და მშენებლობაში. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ არქიტექტორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და ჩაერთვება მიმდინარე და სამომავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად: 1500-4000 ლარამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება;
** გეგმარების მომზადება;
** მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების ფოტორეალისტური ვიზუალიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** არქიტექტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Archicad-ისა და 3Ds Max-ის (Corona/V-Ray) მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: info.newworddevelopment@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე