Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=634389&print=yes&view=jobs
 
იურიდიული სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურიდიული სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის;
** სხვადასხვა ტიპის მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება;
** შრომითი ხელშეკრულებების დადების პროცესის უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებების დარღვევის პოტენციური და ფაქტობრივი შემთხვევების იდენტიფიკაცია და მართვა;
** სადაო საკითხების არსებობის შემთხვევაში სარჩელისა და შესაგებლის პროექტების მომზადება;
** სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამოქალაქო, შრომით და სამეწარმეო სამართლის მიმართულებით;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (სასურველია განათლების სფეროში);
** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და სამართლებრივი ჩარჩოს ცოდნა;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენისა და ანალიზის უნარი (ხელშეკრულებები, შიდა მარეგულირებელი აქტები, ადმინისტრაციული აქტები და სხვ.);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა და კომპიუტერთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეთიკური ნორმებისა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** პუნქტუალობა;
** ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და სისტემატიზაციის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სწავლისა და პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

შერჩევის ეტაპები:

** CV - ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 01 ივნისის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია