დასახელება:
ტექნიკური სამსახურის ზედამხედველი
|
მომწოდებელი:
ელთ ბიზნეს ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
"იელთი ჯგუფი" და საერთაშორისო კომპანია IPM, 100-ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ზედამხედველის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (კვირაში 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 1800 ლარიდან 2000 ლარამდე
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, საწარმოო დანადგარების, მოწყობილობების და სხვა ქონების მოვლა და ზედამხედველობა;
** კომუნალური სისტემების და ელექტრული სისტემების გამართული ფუნქციონირების მართვა, მათი უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულება;
** კომპანიის შიდა განაწესის მიერ დადგენილი ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ვალდებულებისა და მასზე სამსახურებრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
** აპარტ-სასტუმროს მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, გათბობა-გაგრილების სისტემებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და ტექნიკური უზრუნველყოფა;
** პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულება საჭიროებისამებრ;
** სამუშაო ხელსაწყოების, დანადგარების და სხვა ტექნიკურ საშუალებებს მოვლა, სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** თანამდებობით გათვალისწინებული ინსტრუქციების/დავალებების შესრულება და სტანდარტების დაცვა;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემების დროული აღმოფხვრა;
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად შრომის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** 5-დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|