Робота для біженців з України
სანტექნიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სანტექნიკოსი
მომწოდებელი: ელთ ბიზნეს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
"იელთი ჯგუფი" და საერთაშორისო კომპანია IPM, 100-ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას სანტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1200-1400 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წყალსადენი და კანალიზაციის სისტემების მონტაჟი, შეკეთება და მოვლა.
** სანტექნიკური ინვენტარის (მილები, ონკანები, ვენტილები, წყლის გამათბობლები და სხვ.) მონტაჟი და დიაგნოსტიკა.
** გაუმართავი სისტემების მწყობრში მოყვანა, დაზიანების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** პროფესიული განათლება ან სანტექნიკოსად მუშაობის გამოცდილება.
** მინიმუმ 1-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სანტექნიკურ სამუშაოებში.
** სანტექნიკური ხელსაწყოებისა და მასალების კარგად ცოდნა.
** ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა.
** ფიზიკური გამძლეობა და უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე