"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ.
"ატელიე აუთლეთის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...
ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის 36
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00, დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.
მოვალეობები:
** ცენტრალურ საწყობსა და მაღაზიებში არსებული პროგრამული ნაშთების აღწერა;
** Apex-ში აღწერილი პროდუქციის რეგისტრაცია;
** Apex-ში რეგისტრირებული კოდებისა და ნაშთების გადამოწმება/კონტროლი;
** ფილიალებში არსებული ნაშთების აღწერა და პროგრამაში რეგისტრირება;
** წითელი ნაშთების აღმოჩენა, გასწორება და გაკონტროლება;
** ცენტრალური საწყობიდან განაწილებული პროდუქციის ფილიალებზე გადაწერის პროცედურის გადამოწმება;
** პროგრამაში გატარებული ნაშთების გადამოწმება და კონტროლი;
** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის წარდგენა
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "ინვენტარიზაციის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
|