Робота для біженців з України
დემი შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დემი შეფი
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სასტუმრო "HOLIDAY INN TBILISI" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს დანადგარებისა აღჭურვილობის მონიტორინგი.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/XZttKYSlZ7
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე