დასახელება:
ავტომობილების გაქირავების აგენტი
|
მომწოდებელი:
Enterprise Rent A Car
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
"Enterprise Rent-A-Car" არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში და აწვდის ავტო-გაქირავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას კერძო პირებსა და კორპორაციულ კლიენტებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებსაიტზე: http://www.enterprise.com
"Enterprise Rent-A-Car" ეძებს მოტივირებულ თანამშრომლებს ავტომობილების გაქირავების აგენტის პოზიციაზე.
სახელფასო შუალედი: 2, 000-3, 000 ლარი (მოქმედებს საბონუსე სისტემა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის გაწევა
** ავტომობილების მომხმარებლისთვის გადაცემა და უკან ჩაბარება
** ავტოგაქირავების ხელშეკრულების და გადაცემის აქტის მომზადება/გაფორმება
** ავტომობილების მოვლა შენახვის პროცესში მონაწილეობის მიღება
** დამატებითი სერვისების გაყიდვა
** ავტოგაქირავების ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: operations@ehiglobal.ge
|
|
|
|