Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=634330&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: კასატრეიდი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
კომპანია "კასატრეიდი" ლიდერია საქართველოში GPS მონიტორინგის, ავტომატიზებული პარკინგის მართვის სისტემებში და სხვადასხვა პროგრამულ გადაწყვეტილებებში.

ჩვენი კომპანია ახორციელებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისათვის.

"კასატრეიდი" საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად, ან თუ უკვე ხართ პროფესიონალი ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

უფრო დეტალურად: https://www.casatrade.ge

მოხარულები ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით, თუ:

** სასურველია ჰქონდეთ უმაღლესი განათლება
** გაქვთ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ ან მიახლოებულ სპეციალობაზე
** Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა
** სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაცია და მომსახურების ცოდნა
** ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა
** Excel-ში მინიმალური მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** კასატრეიდის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფების მხარდაჭერა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და დაფიქსირებული საკითხების გადაწყვეტა
** საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობების კონფიგურირება და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** კლიენტებთან როგორც სატელეფონო ასევე მხარდაჭერის პროგრამულ უზრუნველყოფის საშუალებით კომუნიკაცია

ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე და ვცდილობთ შევუქმნათ მათ მდგრადი და სტაბილური მომავალი:

** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით;
** თვითგანვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას
** თქვენ მიიღებთ ჩვენთან GPS, მიკრო კონტროლერებთან, გადახდის სისტემებთან და კიდე სხვა მრავალ თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილებას

გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@casatrade.ge. გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ "subject"-ში "ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია