Робота для біженців з України
ფსიქოლოგის/ქცევითი თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგის/ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: საქართველოს ბავშვები
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 28 მაისი
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ბავშვები" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის/ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში.

კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
** ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე კანდიდატი უნდა ფლობდეს ქცევის გამოყენებითი ანალიზის 40 საათიანი საბაზისო კურსის სერტიფიკატს;
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერტიფიკატის ფლობა (სასურველია)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია)
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)

საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა

სამუშაო დატვირთვა: სრული

შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: childrenofgeorgia1@gmail.com:

** ავტობიოგრაფია/CV;
** სამოტივაციო წერილი;
** სასურველია ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური კურსის სერტიფიკატის ასლი.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 მაისი.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შეტყობინება გაეგზავნებათ, მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე