დასახელება:
მძღოლი-ექსპედიტორი
|
მომწოდებელი:
ჩიკორი
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
ქართული ჩირების ბრენდი "ჩიკორი" ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა . კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, ნატურალურ ქართულ ჩირს და დღეისათვის შეძლო ლიდერული პოზიციების მოპოვება ჩირის ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. კომპანია მუშაობს როგორც ადგილობრივ ასევე საექსპორტო ბაზრებზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1300 ლარი
სავალდებულოა: საკუთარი ტევადი ავტომობილი.
მოვალეობები:
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და გამოტანა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** მართვის მოწმობა B კატეგორია
საჭირო უნარ ჩვევები:
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის და გამართულად მეტყველების უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** ინიციატივის გამოვლენის უნარი
შერჩევის ფორმა:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@karelifruits.com, აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით: 551 60 23 05.
|
|
|
|