Робота для біженців з України
ტენდერების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერების მენეჯერი
მომწოდებელი: გზაჯვარედინი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"გზაჯვარედინი" უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი საქმიანობის ძირითად სპეციფიკას წარმოადგენს: საგზაო ნიშნების, საყრდენი კონსტრუქციების, შუქნიშნების, საპარკინგე ადგილებისა და გვირაბების მართვის ავტომატური სისტემების, ლითონის თვალამრიდების წარმოების, მონტაჟისა და მონიშვნის სამუშაოები.

ვაკანსიის დასახელება: ტენდერების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 122
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი (09:00-18:00), პარასკევი 09:00-17:00
სახელფასო განაკვეთი: 2000 (NET)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიისთვის საინტერესო სახელმწიფო და არასახელმწიფო ტენდერების მოძიება და ანალიზი;
** სრული სატენდერო პროცესის მართვა და კოორდინაცია;
** სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა, მოთხოვნების შეფასება და წინადადებების წარდგენა კლიენტის მოთხოვნების სრული დაცვით;
** ტექნიკურ, ფინანსურ, იურიდიულ დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია, ტენდერისთვის საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით;
** სამთავრობო უწყებებსა და კონტრაქტორებთან კომუნიკაციის წარმოება, ტენდერებთან დაკავშირებული განმარტებებისა და განახლებების მიღების მიზნით;
** ტენდერების დოკუმენტაციის მართვა;
** წარუმატებელი ტენდერების გაანალიზება და გამოცდილების გათვალისწინება მომავალი შეთავაზებების მომზადებისთვის;
** კონკურენტი კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, ხარვეზების იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად საჩივრის მომზადება და დავების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** ტენდერის სტატუსისა და მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა კომპანიის მენეჯმენტთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** MC Office მაღალ დონეზე ფლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიაროთ თქვენი CV მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@crossroad.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ტენდერების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "გზაჯვარედინი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "გზაჯვარედინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.

ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "გზაჯვარედინი"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე