Робота для біженців з України
სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 29 მაისი
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

გრაფიკი: 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე
ანაზღაურება: (ფიქსირებული) 750 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება, სასურველია სამკურნალო საქმე;
** აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server-ის ცოდნა);

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან, როგორც სატელეფონო, ისე წერილობითი კომუნიკაციისას (ელ.ფოსტა), კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** სატელეფონო ცენტრში შემოსული ზარების, შეტყობინებების (ჩათი) პასუხი;
** მომხმარებლებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება (კომპანიაზე, სერვისებზე, სამუშაო საათებზე და სხვა);
** ჰისპიტალიზაციის შემდეგ გაწერილ პაციენტებთან დაკავშირება და მათი მოკითხვა;
** პაციენტების ექიმებთან, სპეციალისტებთან ჩაწერა და ვიზიტის პროგრამაში დაფიქსირება;
** პრობლემური სიტუაციების მართვა (უკმაყოფილო მომხმარებლის მოსმენა, დამშვიდება) და საჭიროების შემთხვევაში უშუალო მენეჯერის და სხვა პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
** სატელეფონო გამოკითხვების ხარისხიანად ჩატარება;
** სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების მომზადება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

ვეძებთ ადამიანს, ვისაც:

** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი;

ჩვენი მხრიდან გპირდებით:

ზრდის დიდ პოტენციალს, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: careers@cmchospital.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე