Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=634290&print=yes&view=jobs
 
რეზერვაციების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Greenwood Hotel
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სასტუმრო "GreenWood" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N3.

რეზერვაციების მენეჯერი პასუხისმგებელია ყველა სახის ჯავშნის პროცესის მართვაზე, მათი დროულ და ეფექტურად შესრულებაზე, სტუმრებთან კომუნიკაციაზე და რეზერვაციის სისტემის გამართულ მუშაობაზე. აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს სასტუმროს შემოსავლებზე პირდაპირ გავლენას და მჭიდრო კავშირშია გაყიდვებთან, მარკეტინგთან და მიმღებთან.

მოვალეობები:

** სასტუმროს ყველა ტიპის რეზერვაციის მიღება, დამუშავება და დადასტურება (ტელეფონით, ელ.ფოსტით, ონლაინ პლატფორმებით)
** ოთახების განაწილების და ხელმისაწვდომობის ეფექტური მართვა
** OTA პლატფორმებთან (Booking.com, Expedia და სხვა) მუშაობა და ინფორმაციის სინქრონიზაცია
** სტუმრებთან კომუნიკაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა — ყველა მოთხოვნისა და შეკითხვაზე დროული და პროფესიონალური პასუხი
** მჭიდრო თანამშრომლობა მიღებ განყოფილებებთან
** Overbooking-ისა და სხვა რისკების პრევენცია

მოთხოვნები:

** სასტუმროს სფეროში მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამებთან და ონლაინ რეზერვაციის სისტემებთან (OTA) მუშაობის გამოცდილება
** კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზებულობის უნარები
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ინგლისური ენის ფლობა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია